პროექტის "მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ" მონაწილეებისთვი მორიგი შეხვედრა გაიმართა
პროექტის „მედიაწიგნიერება, როგორც მექანიზმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის“ (მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ) ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით 24-25 თებერვალს მორიგი ტრენინგი გაიმართა პროექტის მონაწილე მასწავლებლებისთვის.
ტრენინგს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოფიკო ლობჟანიძე უძღვებოდა.
მონაწილე პედაგოგები ტრენინგის დროს, კიდევ ერთხელ გაეცნენ ქეისებითა და დილემებით სწავლების მეთოდოლოგიას და თავადაც დაიწყეს მუშაობა ქეისების შემუშავებაზე, რომლებიც დასრულების შემდეგ სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული მასწავლებლებისთვის.
პროექტი "მედიაწიგნიერება როგორც მექანიზმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის (მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ)" ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ საქართველოში ფინეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.