პროექტის "მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ" ფარგლებში ტრენინგების ციკლი დასრულდა
პროექტის „მედიაწიგნიერება, როგორც მექანიზმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის“ (მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ) ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების ციკლი დასრულდა.
16-17 მარტს პროექტში ჩართულ პედაგოგებს ბორჯომმა უმასპინძლა. მონაწილეებმა შეხვედრის ფარგლებში შეიმუშავეს ქეისები და დილემები, რომლებიც მათ მიერ უახლოეს პერიოდში გამოყენებული იქნება საგაკვეთილო პროცესში და სამომავალოდ გამოქვეყნებული იქნება აგრეთვე ჩვენს ვებ.გვერდზე დაინტერესებული მასწავლებლებისთვის.
ტრენინგს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოფიკო ლობჟანიძე უძღვებოდა.
პროექტი "მედიაწიგნიერება როგორც მექანიზმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის (მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ)" ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ საქართველოში ფინეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.