პროექტის "მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ" ფარგლებში ტრენინგების ციკლი დაიწყო
პროექტის „მედიაწიგნიერება, როგორც მექანიზმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის“ (მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ) ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით 27-28 იანვარს პირველი ტრენინგი გაიმართა პროექტში ჩართული მასწავლებლებისთვის.
ტრენინგს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოფიკო ლობჟანიძე უძღვებოდა.
მონაწილე პედაგოგები ტრენინგის დროს, კიდევ ერთხელ, გაეცნენ ქეისებითა და დილემებით სწავლების მეთოდოლოგიას და თავად შეიმუშავეს სხვადასხვა თემატიკის ქეისებიც, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის.
პროექტი "მედიაწიგნიერება როგორც მექანიზმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის (მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ)" ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ საქართველოში ფინეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.