პროექტის "კულტურულად მრავალფეროვან გარემოში ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა" მონაწილეებისთვის სასწავლო ვიზიტი გაიმარა ქალაქ ბერლინში
პროექტის „კულტურულად მრავალფეროვან გარემოში ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში 26 აპრილიდან 3 მაისის პერიოდში სასწავლო ვიზიტი გაიმართა ბერლინში ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი სამოქალაქო განათლების 25 მასწავლებლისთვის.
სასწავლო ვიზიტი დატვირთული იყო თეორიული და პრაქტიკული აქტივობებით. მონაწილეების მიერ გამოცდილების გაზიარების შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა, რამდენად აქტუალურია დეზინფორმაციის პრობლება სამივე ქვეყნისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრისთვის მოსწავლეებში შესაბამისი უნარის განვითარება.
სწორედ ამ მიზნით, ვიზიტის ფარგლებში პროექტში ჩართული მასწავლებლების მიერ, დილემაზე დაფუძნებული სწავლის მეთოდის გამოყენებით, შეიქმნა 9 დილემა რომლებიც ახლო პერიოდში გამოქვეყნდება CETF-ისა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების ვებგვერდებზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილე მასწავლებლებლებს შესაძლებლობა მიეცათ, გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეხვედროდნენ გერმანელ კოლეგებსაც ბერლინის საჯარო სკოლაში.
პროექტი „კულტურულად მრავალფეროვან გარემოში ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა“ ხორციელდება CRISP - Conflict Simulation-ის მიერ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელთან თანამშრომლობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.