პროექტი "მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ" გრძელდება
პროექტი „მედიაწიგნიერება, როგორც მექანიზმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის“ (მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ) აქტიურ ფაზაშია.
2-3 მარტს მონაწილე პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების ციკლის მესამე ნაკადს წინანდალში, რის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ გაეცნენ ქეისებითა და დილემებით სწავლების მეთოდოლოგიას და თავად შეიმუშავეს ისინი სასწავლო პრაქტიკაში სამომავლოდ გამოყენების მიზნით.
ტრენინგს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოფიკო ლობჟანიძე უძღვებოდა.
პროექტი "მედიაწიგნიერება როგორც მექანიზმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის (მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ)" ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ საქართველოში ფინეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.