პროექტი "მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ"
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ფინეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მედიაწიგნიერება, როგორც მექანიზმი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის“ (მედიაწიგნიერება დეზინფორმაციის წინააღმდეგ), რომელიც მიზნად ისახავს პედაგოგებისა და მოსწავლეების მედეგობის გაზრდას დეზინფორმაციის მიმართ მედიაწიგნიერების უნარების განვითარება-გაძლიერების გზით.
პროექტის ფარგლებში შერჩეულ პედაგოგებს საშუალება აქვთ მიიღონ/გაიღრმაონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა დეზინფორმაციის წინააღმდეგ საჭირო მექანიზმების, უნარ-ჩვევებისა და ციფრული წიგნიერების შესახებ. ჩართული მასწავლებლები გაეცნონ ქეისებით სწავლების შესახებ მეთოდოლოგიას და პროექტში მონაწილე სხვა პედაგოგებთან ერთად მოამზადონ პრაქტიკული რესურსი - ქეისების პორტფოლიო, მისი სამომავლოდ გამოყენების მიზნით. მიღებული ცოდნის გაზიარებისთვის, მონაწილე პედაგოგები ჩაატარებენ გაკვეთილებს მათ მოსწავლეებთან. პროექტის დასკვნით ეტაპზე კი გაიმართება კონფერენცია, სადაც შესაძლებელი იქნება წარმატებული პრაქტიკის ერთმანეთისთვის და მოწვეული სტუმრებისთვის გაცნობა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
- ვებინარები შერჩეული მასწავლებლებისთვის (აქტივობის განხორციელების პერიოდი - მიმდინარე წლის ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი);
- 2 დღიანი ტრენინგი ფიზიკურ გარემოში (აქტივობის განხორციელების პერიოდი - 2024 წლის იანვარი, თებერვალი, მარტი);
- ქეისების ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა (აქტივობის განხორციელების პერიოდი - 2024 წლის აპრილი, მაისი);
- შერჩეული პედაგოგების მიერ გაკვეთილების ჩატარება (აქტივობის განხორციელების პერიოდი - 2024 წლის აპრილი, მაისი);
- დისტანციური შეხვედრა უკუკავშირის გაზიარების მიზნით (აქტივობის განხორციელების პერიოდი - 2024 წლის ივნისი);
- დასკვნითი კონფერენცია (აქტივობის განხორციელების პერიოდი - 2024 წლის ივლისი);
პროექტში მონაწილეობისთვის შერჩეულია 80 პედაგოგი საქართველოს ყველა რეგიონიდან, გარდა თბილისისა.
პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ საქართველოში ფინეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.