პროექტი „ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში“
საქართველოს ეროვნულ ბანკთან და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის 22, 23, 29 თებერვალსა და 1 მარტს თბილისში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ჩაატარა ტრენინგი „ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში“, რომელსაც უძღვებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მაკა ბიბილეიშვილი. ტრენინგ კურსი უკვე გაიარა 43-მა მასწავლებელმა. მიმდინარე ეტაპზე, კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, ტრენინგები შეჩერებულია და განახლდება სწავლის დაწყებასთან ერთად. ფორუმი ეტაპობრივად დაუკავშირდება ყველა იმ პედაგოგს, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია აღნიშნულ ტრენინგზე. ფორუმი მადლობას გიხდით მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააზრებისთვის.