სიახლეები

პროექტი "ერთობლი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ" დასრულდა

ეროვნული კონფერენციით დასრულდა პროექტი "ერთობლი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ"

 კონფერენცია გაიმართა 18 ივლისს, ქალაქ თბილისში.

 პროექტში ჩართულ სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან, სტუდენტებთან და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდა სამოქალაქო განათლების ექსპერტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში - შალვა მეკრავიშვილი და მასწავლებელთა სახლის წარმომადგენელი, ექსპერტი სამოქალაქო განათლებაში - ნინო გვარამაძე.

 კონფერენციის განმავლობაში შეჯამდა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები. მოწვეული სტუმრები გამოვიდნენ სიტყვით და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მშვიდობიანი თანაცხოვრების მნიშვნელობას.

 შეგახსნებთ, რომ პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და Cela • სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია თანამშრომლობით, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის, Georgian Center for Strategy and Development-GCSD მხარდაჭერით - პროექტის - ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება ფარგლებში.

 

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.