ონლაინვორქშოფში "ციფრული მედეგობა"
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ონლაინვორქშოფში "ციფრული მედეგობა". შეხვედრისას გაგიზიარებთ ევროპის საბჭოს ეგიდით შედგენილ სახელმძღვანელოსა და გაგაცნობთ საკლასო გარემოში მისი გამოყენების ფორმებს.
მოცემული სახელმძღვანელო ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „დემოკრატიული და ინკლუზიური სასკოლო კულტურა მოქმედებაში“ (DISCO) ფარგლებში შეიქმნა. ის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს იმ ძირითადი ინფორმაციით უზრუნველყოფს, რომელიც ონლაინსამყაროში ყალბი ახალი ამბებისა და ცრუ ინფორმაციის აღმოჩენისთვისაა აუცილებელი. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ძალისხმევითა და ჩართულობით დღეს სახელმძღვანელო ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი.
შეხვედრის მეორე ნაწილში კი საქართველოს რეფორმების ასოციაციის სპიკერები ისაუბრებენ თემაზე "ყალბი ახალი ამბები - გამოწვევა დემოკრატიული საზოგადოებებისთვის".
ვორქშოფის მსვლელობისას გექნებათ შესაძლებლობა დასვათ კითხვები და იმსჯელოთ კოლეგებთან ერთად.
გთხოვთ, ქვემოთჩამოთვლილი დღეებიდან მონიშნოთ თქვენთვის სასურველი თარიღი.
შეხვედრის ბმულს მიიღებთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.
ვორქშოფის ყველა მონაწილისთვის დაიბეჭდება და პირადად გადმოგეცემათ სახელმძღვანელო!