ონლაინ ღია გაკვეთილები
დასრულდა სამოქალაქო განათლების ონლაინ ღია გაკვეთილების ციკლი საქართველოს 8 რეგიონში - თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, გურიასა და აჭარაში.
სამოდელო გაკვეთილები ემსახურებოდა პედაგოგების პროფესიული გამოცდილების გაზიარებას და კომპეტენციის ზრდას გაკვეთილებზე დამსწრე სამოქალაქო განათლების ექსპერტებისა და პედაგოგების მიერ გამოთქმული რჩევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.
გაკვეთილები Microsoft Teams პროგრამის გამოყენებით მიმდინარეობდა. სამოდელო გაკვეთილებზე პედაგოგებმა განიხილეს სხვადასხვა თემები სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოებიდან, მიიღეს რჩევები გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებასთან დაკავშირებით, გამოიყენეს დისტანციური სწავლების სხვადასხვა ტექნიკები.
სულ სამოდელო გაკვეთილებს დაესწრო 204 სამოქალაქო განათლების პედაგოგი და 88 მოსწავლე.