მონაწილეების მიღება პროექტში "საგანმანათლებლო "City-Walks"
ცხადდება მონაწილეების მიღება პროექტში "საგანმანათლებლო "City-Walks" - ქართველი და გერმანელი პედაგოგებისთვის".
პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის - გეოგრაფიის დეპარტამენტი - პარტნიორობით - გერმანული ფონდის EVZ - Remembrance, Responsibility, Future - მხარდაჭერით.
პროექტი მიზნად ისახავს გააცნოს ციფრული "City Walk" მეთოდოლოგია ქართველ და გერმანელ ახალგაზრდა პედაგოგებს და ხელი შეუწყოს პროფესიულ გაცვლასა და გამოცდილების გაზიარების პროცესს.
პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა თავად იმუშაონ და შექმნან "საგანმანათლებლო City Walk" შემდეგ თემებზე:
- Un-Read Stories - არ-წაკითხული ისტორიები
- Un-heard People/Voices - არ-გაგონილი ადამიანები/ხმები
- Un-seen Art and Un-Dreamed Utopia - არ-დანახული ხელოვნება და არ-ნაოცნებარი უტოპია
პროექტის ფარგლებში სამუშაო ენად განსაზღვრულია ინგლისური და ქართული. აქედან გამომდინარე, ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა, წარმოადგენს სავალდებულო პირობას
ახალგაზრდა პედაგოგების დაწინაურებისა და განვითარების მიზნით, მონაწილეების შერჩევისას, განსაზღვრული მაქსიმალური ასაკობრივი ზღვარი არის 35 წელი.
პროექტს აქვს ჰიბრიდული სახე - შესაბამისად - მუშაობა წარიმართება, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ გარემოში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ მოცემული ონლაინ განაცხადის ფორმა: https://forms.gle/7JKXFxKEP2pxpoxz9
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი.