სიახლეები

მოხალისეების ვორქშოფებზე რეგისტრაცია გრძელდება

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეები განაგრძობენ ვორქშოფების სერიას მოსწავლეებისათვის,

 

ფორუმის გერმანელი მოხალისეები მაიბრიტ კოლბე და სვეა ტოლლი ძველ თემებთან ერთად, გთავაზობენ ორ ახალ ვორქშოფს: "კრიტიკული აზროვნება" ; "ახალგაზრდების პოლიტიკური მონაწილეობა" და მოუთმენლად ელიან თქვენთან შეხვედრას.

წარმოგიდგენთ ხუთივე ვორქშოფის ჩამონათვალს:

I "კრიტიკული აზროვნება"

II "ახალგაზრდების მონაწილეობა"

III "გერმანული კულტურა - ზოგადი განათლების მოდელი გერმანიაში"

IV "გაანათლე, დააწინაურე, გააძლიერე" - გენდერული თანასწორობა

V "ჩვენი აქტივიზმი დედამიწისთვის" - მდგრადი განვითარება

 

ვორქშოფები წარიმართება ინგლისურ ენაზე და გათვლილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის.

 

თუ გსურთ თქვენს სკოლაში იხილოთ ჩვენი მოხალსეები, აუცილებლად გადადით ბმულზე: https://forms.gle/fuxHcvHJdKcA2nF99 შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და მონიშნეთ სასურველი ვორქშოფი.

 

მოუთმენლად ველით თქვენს აქტიურობას,

ფორუმის გუნდი

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.