„მედიაწიგნიერება სამოქალაქო განათლებაში - როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია“
გაიმართება კიდევ ერთ საინტერესო თემატურ შეხვედრა - „მედიაწიგნიერება სამოქალაქო განათლებაში - როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია“, რომელიც პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში 30 მაისს 12:00 საათზე გაიმართება.
შეხვედრას წარმართავს სამოქალაქო განათლების ექსპერტი ნინი ბესელია.
გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროთ 30 მაისის დილია 09:00 საათის ჩათვლით.
სარეგისტრაციოდ მიჰყევით ბმულს
https://forms.gle/aQ1QM9S33PrMjkmu9
თემატური შეხვედრების სერია პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში აპრილი-მაისის გნმავლობაში გაიმართება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა სამოქალაქო განათლების მასწავლებელს მიეცემა.
პროგრამას საქართველოში ახორციელებს ორგანიზაცია PH International, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.