"მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში"
18 ივნისს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან თანამშრომლობით გაიმართა
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში“ - პირველი ეტაპის დასკვნითი ონლაინ შეხვედრა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საკლასო რესურსების შექმნისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან თანამშრომლობის გზით საქართველოს სკოლებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირების ხელშეწყობას.
კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი ჯოლოგუამ სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გააცნო პროექტის ფარგლებში მომზადებული სასწავლო რესურსი - „კომერციული რეკლამის განხილვა საკლასო ოთახში“.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილე პედაგოგებს გადაეცა სასწავლო რესურსები - გაკვეთილის გზამკვლევი და ჩატარების ინსტრუქციები.