კონკურსი - ონლაინ ცხოვრების ხელოვნება
EENCE (Eastern European Network for Citizenship Education) გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ სამოქალაქო განათლების პოსტერების საერთაშორისო კონკურსში "ონლაინ ცხოვრების ხელოვნება"!
პოსტერის თემატიკა შეიძლება მოიცავდეს ცხოვრებისეულ შემდეგ ასპექტებს:
ონლაინ ფორმატზე გადასვლის შესაძლებლობები და სირთულეები;
გენდერული თანასწორობა;
ეთნიკური თანასწორობა;
ინტერპერსონალური ურთიერთობების ხელოვნება;
მდგრადი განვითარების მიზნები;
სხვა ნებისმიერი თემატიკა, რომელიც ატარებს სამოქალაქო განათლების ღირებულებებს.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა ყველა 14+ პირისთვის!
პოსტერების საერთაშორისო კონკურსის ნახევარფინალში გადასული 20 ნამუშევარი პუბლიკაციის სახით გამოიცემა, ხოლო გამარჯვებული 4 ფინალისტი მიიღებს დამატებით პრიზს (400 ევროს ექვივალენტის ტექნიკის ვაუჩერს).
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შსახებ შეგიძლიათ მიიღოთ ბმულზე : https://drive.google.com/.../1_mHR9gLlV2VESW4mDTO.../view...
საკონკურსე პოსტერის წარდგენის ბოლო დღეა 10 აგვისტო. პოსტერის გასაგზავნად მიჰყევით აპლიაკაციას - https://forms.gle/ixFafqmk4X7WuTgB7