იწყება ტრენინგ კურსი "ქეისებითა და დილემებით სწავლება"
კიდევ ერთი, ძალიან კარგი შესაძლებლობა პროგრამისგან - "მომავლის თაობა"
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში იწყებს ტრენინგზე "ქეისებითა და დილემებით სწავლება" პროგრამაში ჩართული სამოქალაქო განათლების მასწავლებლების რეგისტრაციას.
ტრენინგი ჩატარდება 21 და 22 ნოემბერს 13:30 საათიდან 17:00 საათამდე, ონლაინ პლატფორმის Microsoft Teams-ის გამოყენებით.
ტრენინგს გაუძღვება განათლების ექსპერტი სოფიკო ლობჟანიძე.
ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს პირველი 25 დარეგისტრირეული მასწავლებელი.
სატრენინგო მოდული მომზადებულია პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში.
პროგრამას ახორციელებს PH International, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
ტრენინგში მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობაა, რომ მასწავლებელი მუშაობდეს პროგრამის ამჟამინდელ პარტნიორ სკოლაში.
გაიარეთ რეგისტრაცია ონლაინ, ქვემოთ მითითებულ ბმულზე