სიახლეები

განაცხადების მიღება ტრენინგ კურსზე - "სამეწარმეო უნარჩვევების განვითარება პედაგოგებისთვის"

ამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოსთან პარტნიორობით გიწვევთ ონლაინ ტრენინგ კურსში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე - "სამეწარმეო უნარჩვევების განვითარება პედაგოგებისთვის"

 

კურსის ფარგლებში დარგის სპეციალისტები პედაგოგებს შეასწავლიან, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

რას ნიშნავს იყო მეწარმე და როგორ შეიძლება გავხდეთ ჩვენ;

რატომ არის მეწარმეობა საინტერესო საქმიანობა;

როგორ უნდა შეადგინოთ ბიზნესის ეფექტიანი გეგმა და მართოთ საქმე;

როგორ ხდება რესურსების მობილიზება და მართვა;

როგორ უნდა აწარმოოთ ეფექტიანი ურთიერთობა კლიენტებთან;

ვაჭრობის მნიშვნელობა და შესაძლებლობები;

საქართველოს ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში და შესაძლებლობები

და სხვა.

 

კურსს გაუძღვებიან აკადემიური სფეროს პრაქტიკოსი ტრენერები და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები.

 

მონაწილეობა უფასოა და გაიცემა სერტიფიკატი.

ტრენინგი ჩატარდება 2 ჯგუფისთვის:

 

I ჯგუფი 19-20 მარტი;

 

II ჯგუფი 26-27 მარტი

 

ტრენინგზე მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში შეავსეთ განაცხადი და მითითებული თარიღებიდან მონიშნეთ თქვენთვის სასურველი.

 

https://forms.gle/J23YHte7pGFT2E5b7

 

ფორუმის გუნდი გისურვებთ წარმატებას.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.