განაცხადების მიღება პროექტში: "ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ"
ძვირფასო მასწავლებლებო!
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან - CELA თანამშრომლობით, აცხადებს მონაწილეების მიღებას პროექტში: "ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ"
პროექტი ხორციელდება "საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრთან - Georgian Center for Strategy and Development-GCSD" პარტნიორობით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით !
პროექტი მიზნად ისახავს, თბილისის, შიდა ქართლის, აჭარისა და გურიის რეგიონის თემში, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობასა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ღირებულებების დაწინაურებას - სკოლისა და უნივერსიტეტის კოლაბორაციის მეშვეობით.
კონკურსის გზით, სამოტივაციო წერილის საფუძველზე, საქართველოს 4 რეგიონიდან: გურია, აჭარა, შიდა ქართლი და თბილისი, შეირჩევა სამოქალაქო განათლების 50 პედაგოგი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა უნდა შეავსონ მოცემული ონლაინ განაცხადის ფორმა: https://forms.gle/A5Cg1jPXM4gGFhex5
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 25 სექტემბერი, 2020 წელი.