სიახლეები

განაცხადების მიღება პროექტში „1+1 ერთობლივი ძალისხმევა დემოკრატიული კულტურისთვის“

სამოქალქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, ორგანიზაციაახალგაზრდები მშვიდობისთვის და თანასწორობისთვისპარტნიორობით ახორციელებს საერთაშორისო პროექტს „1+1 ერთობლივი ძალისხმევა დემოკრატიული კულტურისთვის“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის ახალგაზრდული პროგრამის Erasmus + ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავს სკოლებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების /მუშაკების პარტნიორობით ხელი შეუწყოს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებას.

 

პროექტის ფარგლებში, კონკურსის გზით შერჩეულ 6 სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს, დირექტორს და ახალგაზრდულ მუშაკს შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს სასწავლო ვიზიტებში და გაიაროს სტაჟირება პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებში.

 

პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები:

 

ტრენინგ კურსი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შესახებ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისა და ახალგაზრდული მუშაკებისთვის 7 დღის განმავლობაში საქართველოში (მარტი, 2020);

სამოქალაქო განათლების მასწავლებლისა და ახალგაზრდული მუშაკის ერთობლივი სტაჟირება 6 დღის განმავლობაში ჩამოთვლილიდან რომელიმე ქვეყანაში - ნორვეგია, ჩეხეთი და ესპანეთი (აპრილი-მაისი, 2020);

სემინარი ნორვეგიაში 6 დღის განმავლობაში - (ივნისი, 2020);

ტრენინგი ჩეხეთში 6 დღის განმავლობაში (სექტემბერი, 2020);

სემინარი სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის ესპანეთში 6 დღის განმავლობაში (ნოემბერი, 2020);

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ჩეხეთში 7 დღის განმავლობაში (იანვარი, 2021);

საერთაშორისო კონფერენცია თბილისში (იანვარი, 2021).

პროექტის ყველა აქტივობა წარიმართება ინგლისურ ენაზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ სკოლას, რომელიც:

ორიენტირებულია დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებაზე;

ხელს უწყობს არაფორმალურ განათლებას სასკოლო გარემოში;

ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი;

სამოქალაქო განათლების პედაგოგი ფლობს ინგლისური ენის მინიმუმ B2 (Upper Intermediate) დონეს.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია 10 თებერვლამდე ელექტრონული აპლიკაციის შევსება შემდეგ ბმულზე:

 

https://forms.gle/bRAVgY3gzTY9F1hx8

 

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.