ფორუმი ევროპელ მოხალისეებს მასპინძლოს
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აგრძელებს ევროპის სოლიდარობის კორპუსთან თანამშრომლობას და გერმანული ორგანიზაცია - European Intercultural Forum (EIF) პარტნიორობით, უმასპინძლებს ახლა უკვე 2 გერმანელ მოხალისეს.
მოხალისეები საქართველოში დარჩებიან 12 თვის განმავლობაში და ამ დროის მანძილზე, შეუწყობენ ხელს ფორუმს და ორგანიზაციის წევრ პედაგოგებს - დააწინაურონ საქართველოში სამოქალაქო განათლება და მისი ღირებულებები.
ტრადიციულად, როგორც, ესპანელი მოხალისეების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ "მოხალისეების დღიურებს", რათა უკეთ გაიცნოთ ისინი და თვალი ადევნოთ მათ გამოცდილებას საქართველოში.