სიახლეები

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების დამხმარე სახელმძღვანელო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მე-7 კლასის პედაგოგებისათვის, დამხმარე სასწავლო მასალა შეიმუშავა.

📚 საბაზო საფეხურისთვის განკუთვნილი ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საგანში "მოქალაქეობა" გაერთიანდა.

🎒 ამავე გეგმის მიხედვით, სწავლება 2019-2020 წელს პირველად მე-7 კლასში დაიწყო და მომდევნო წლებში ეტაპობრივად, საბაზო საფეხურის მაღალ კლასებშიც გაგრძელდება.

🍏 აღნიშნული დამხმარე მასალა სწორედ "მოქალაქეობის" წლიურ პროგრამაზე დაყრდნობით შემუშავდა და პედაგოგთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად და  ხელმისაწვდომია ონლაინ ყველა დაინტერესებული პირისთვის.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.nbg.gov.ge

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.