სიახლეები

ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეების ტრენინგ კურსი

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის, ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეების - მაიბრიტ კოლბე და სვეა ტოლლის ორგანიზებითა და ფორუმის მხარდაჭერით, ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგ კურსი - "ECO Civic Weekend - Reduce, Reuse and Recycle".

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 21 მოსწავლემ საქართველოს 3 რეგიონიდან.

პროექტის განმავლობაში მონაწილეებმა გაიღრმავეს ცნობიერება მდგრადი განვითარების თემაზე. მიიღეს ცოდნა ეკო მეგობრული ცხოვრების სტილის, ნარჩენების გადამუშავების, ხელახალი გამოყენების და კონსუმერიზმის შემცირების შესახებ.

პროექტი მიმდინარეობდა სრულად ინგლისურ ენაზე და მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი, ინგლისურენოვანი სერტიფიკატები.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.