ევროპელი მოხალისეთა ვორქშოფები
როგორც თქვენთვის ცნობილია, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი მასპინძლობს ორ მოხალისეს ახლა უკვე გერმანიიდან, ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამის ფარგლებში.
სხვა საქმიანობასთან ერთად, მოხალისეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან და მათ მოსწავლეებთან აქტიური მუშაობა არაფორმალური განათლების მიდგომებზე დაყრდნობით.
მიმდინარე ეტაპზე, ჩვენს მოხალისეებს - მაიბრიტ კოლბესა და სვეა ტოლსს მომზადებული აქვთ 3 ვორქშოფი და მოუთმენლად ელიან თქვენთან შეხვედრას.
წარმოგიდგენთ ვორქშოფების მოკლე აღწერას:
I - "გერმანული კულტურა - ზოგადი განათლების მოდელი გერმანიაში" - ამ ვორქშოფისას სვეა და მაიბრიტი გესაუბრებიან გერმანიაზე, მის კულტურასა და ტრადიციებზე, ასევე გაგაცნობენ ზოგადი განათლების გერმანული მოდელის სპეციფიკას, სწავლების მეთოდოლოგიასა და სტრუქტურას. (შეხვედრა შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ)
II - "გაანათლე, დააწინაურე, გააძლიერე - თანასწორობა გოგოებისა და ბიჭებისთვის" - ერთობლივი ვორქშოფის განმავლობაში - მოსწავლეები გაიგებენ უფრო მეტს გოგოებისა და ბიჭების თანასწორობის შესახებ. ისინი დაუპირისპირდებიან გენდერულ სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს და შეეცდებიან იპოვონ თანასწორობისთვის გზა - როგორც მსოფლიოში, ასევე თავის თემში.
III - "ჩვენი აქტივიზმი დედამიწისთვის" - აუცილებელია გავაცნობიეროთ გავლენა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს, ჩვენი პლანეტის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. დიდი ცვლილებები შესაძლებელია განხორციელდეს, პატარ-პატარა, ყოველდღიური ცვლილებების დახმარებით. აქედან გამომდინარე, ეს ვორქშოპი მიზნად ისახავს მდგრადი განვითარებისა და გონიერი მოხმარების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას - სხვადასხვა ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით.
ვორქშოფები წარიმართება ინგლისურ ენაზე და გათვლილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის.
თუ გსურთ თქვენს სკოლაში იხილოთ ჩვენი მოხალსეები, აუცილებლად გადადით ბმულზე: https://forms.gle/fuxHcvHJdKcA2nF99 შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და მონიშნეთ სასურველი ვორქშოფი.