ევროპელ მოხალისეთა ვორქშოფები იწყება
როგორც თქვენთვის ცნობილია, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი მასპინძლობს ორ მოხალისეს ესპანეთიდან, ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამის ფარგლებში.
სხვა საქმიანობასთან ერთად, მოხალისეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან და მათ მოსწავლეებთან აქტიური მუშაობა არაფორმალური განათლების მიდგომებზე დაყრდნობით.
მიმდინარე ეტაპზე ჩვენს მოხალისეებს - ლაურა ბერენგერსა და ბრუნო ნოვოს მომზადებული აქვთ 3 ვორქშოფი და მოუთმენლად ელიან თქვენთან შეხვედრას.
წარმოგიდგენთ ვორქშოფების მოკლე აღწერას:
I - "ესპანური კულტურა - ზოგადი განათლების მოდელი ესპანეთში" - ამ ვორქშოფისას ბრუნო და ლაურა გესაუბრებიან თავის რეგიონებზე - ანდალუსიასა და გალისიაზე, მის კულტურასა და ტრადიციებზე, ასევე გაგაცნობენ ზოგადი განათლების ესპანურ მოდელს, სწავლების მეთოდოლოგიასა და სტრუქტურას. (შეხვედრები შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ)
II - "საერთაშორისო შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის" - ეს ვორქშოფი ემსახურება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას მოსწავლეებში. (შეხვედრები შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ)
III- "პირველადი დახმარება - ვორქშოფი" - მოხალისეები გაგიზიარებენ, თუ რა უნდა ვიცოდეთ საჭიროების შემთხვევაში და როგორ უნდა აღმოვუჩინოთ ადამიანს პირველადი დახმარება. (შეხვედრა მხოლოდ ფიზიკურ გარემოში)
ვორქშოფები წარიმართება ინგლისურ ენაზე და გათვლილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის.
თუ გსურთ თქვენს სკოლაში იხილოთ ჩვენი მოხალსეები, აუცილებლად შეავსეთ ქვემოთ მოცემული აპლიკაციის ფორმა და მონიშნეთ სასურველი ვორქშოფი.
https://docs.google.com/.../1OkKSdsTo-kFi7FRwHF-jGY.../edit
მოუთმენლად ველით თქვენს აქტიურობას,
ფორუმის გუნდი