სიახლეები

ევროპელ მოხალისეთა ვორქშოფები გრძელდება

ფორუმის ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეები ესპანეთიდან ბრუნო და ლაურა განაგრძნობენ ვორქშოფების ჩატარებას ფორუმის წევრი სამოქალაქო განათლების პედაგოგების სკოლებში.

 

უკვე კარგად ნაცნობ თემებთან ერთად, მოხალისეებმა მოამზადეს ახალი ვორქშოფები შემდეგ საკითხებზე:

 

I - ესპანური კულტურა და სკოლის მოდელი

II - როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება და ვიყოთ წარმატებულები (CV-სა და სამოტივაციო წერილს დაწერის ტექნიკები)

III - ევროპის კავშირი - მთავარი ბენეფიტები, რა შეუძლია მას გააკეთოს შენთვის?

IV - საერთაშორისო შესაძლებლობები

 

თუ დაინტერესდით აღნიშნული ვორქშოფების თქვენს სკოლაში ჩატარებით, მაშინ შეავსეთ ქვემოთ მოცემული აპლიკაციის ფორმა და აუცილებლად დაგიკავშირდებით!

https://forms.gle/bSWe3BbagnqgnFkj7

 

გისურვებთ წარმატებას,

ფორუმის გუნდი!

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.