ევროინტეგრაციის კვირეული ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში
ოქტომბრის თვეში სსიპ-ახალციხის პირველ სკოლაში მიმდინარეობდა ევროინტეგრაციის კვირეული-,, სამოქალაქო განათლება ევროინტეგრაციის შესახებ არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ," ფარგლებში.
პროექტის სახელწოდება- ,, ევროინტეგრაცია-მითების მსხვრევა".
პროექტში ჩართული იყვნენ დაწყებითი კლასის, საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეები.
სამცხე-ჯავახეთს რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრპედაგოგები, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი ხელმძღვანელი მაკა სუდაძე.
პროექტის მიზანი: სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის წინააღმდეგ არსებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა. მედიაწოგნიერების კომპეტენციის განვითარება მოსწავლეებში.
პროექტის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ნადირაძე. პროექტი მიმდინარეობდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ ლიეტვუას საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა მრავალფეროვანი აქტივობები: ევროინტეგრაციის. დეზინფორმაციის ამოცნობის ხერხების შესახებ ტრენინგები.
კარლ პოპერის ღირებულებათა დებატი. რეზოლუცია ,, სასკოლო სამოქალაქო კლუბები უნდა შეიქმნას ევროინტეგრაციის წინააღმდეგ დეზინფორმაციის პრევენციის მიზნით". დებატებს ესწრებოდა მსაჯის რანგში ,,საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ბერიშვილი.@nino berishvili ინტერაქტიული თამაში ,,ამოიცანი, მოიძიე,მოიტანე,,.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის თემატური შეხვედრა ,,გავეცნოთ ევროკავშირს.,,
სამცხე ჯავახეთის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრებისთვის სიმულაციური თამაშის განხილვა. ,, ახალგაზრდების მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე სამოქმედო გეგმის შედგენისას,( მემარჯვენე პოპულიზმის დაძლევა,)