“ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ”
პროექტი - “ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ” განაგრძობს წარმატებით განხორციელებას.
მიმდინარე ეტაპზე, პროექტის ფარგლებში:
კონკურსით შერჩეულმა, საქართველოს 4 რეგიონის, 55 სკოლის, 55-მა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ორგანიზებული ტრენინგ კურსის დახმარებით, განივითარა კომპეტენციები რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისა და ამ საკითხების საკლასო ოთახში გაზიარების მეთოდილოგიების შესახებ;
55 სტუდენტმა, პროექტში მონაწილე რეგიონების - აჭარა, შიდა ქართლი, თბილისი- უნივერსიტეტებიდან, მონაწილეობა მიიღო ტრენინგ კურსში და გაიზარდა ცნობიერება რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების დაწინაურების მიმართულებით;
საქართველოს 4 რეგიონის 55 სკოლაში, პროექტის ძირითად საკითხებზე ჩატარდა 328 გაკვეთილი, რომელსაც დაესწრო 3366 მოსწავლე.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება "სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა" და Cela • სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია თანამშრომლობით, " საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის, Georgian Center for Strategy and Development-GCSD მხარდაჭერით - პროექტის - „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში.