დემოკრატიული სკოლების წლიური კონფერენცია-გამოფენა
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა 30 სექტემბერს დემოკრატიული სკოლების წლიურ კონფერენცია-გამოფენას უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში ფორუმმა წლის დემოკრატიული სკოლები დააჯილდოვა. გამარჯვებულების გამოვლენა მათ მიერ შევსებული აპლიკაციების შეფასების საფუძველზე განხორციელდა.
წელს აღნიშნულ კონკურსში 50-მდე სკოლა იყო ჩართული საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, საიდანაც კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით დემოკრატიული სკოლის ნომინაციაში ხუთი გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა. ეს სკოლებია:
სსიპ - გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა
სსიპ - ქალაქ ბათუმის №16 საჯარო სკოლა
სსიპ - ქალაქ ბოლნისის №5 საჯარო სკოლა
სსიპ - აფხაზეთის №10 საჯარო სკოლა
სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლა