დასრულდა ტრენინგ კურსი ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ" შიდა ქართლის რეგიონის პედაგოგებისთვის
"ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ" - პროექტის ფარგლებში განხორციელდა კიდევ ერთი ორკომპონენტიანი ტრეინინგ კურსი, შიდა ქართლის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის.
პანდემიის გამო, ტრეინინგ კურსი წარიმართა ონლაინ ფორმატში, Zoom.us პლატფორმის დახმარებით.
ტრენინგის პირველ ნაწილს (28-29 ნოემბერი) უძღვებოდა, გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი/ექსპერტი ბატონი იოსებ გაბარაევი;
ტრენინგის მეორე ნაწილს (5-6 დეკემბერი) წარუძღვა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის დირექტორი მაკა ბიბილეიშვილი.
ტრენინგის მსვლელობისას, სხვა თემებთან ერთად, განხილული იყო მშვიდობიანი თანაცხოვრების დაწინაურების მნიშვნელობა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების როლი ამ პროცესში;
შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება "სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა" და Cela • სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია თანამშრომლობით, " საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის, Georgian Center for Strategy and Development-GCSD მხარდაჭერით - პროექტის - „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში.