დასრულდა ტრენინგ კურსი "ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ" აჭარისა და გურიის პედაგოგებისთვის
დასრულდა ორკომპინენტიანი ტრეინინგ კურსი აჭარისა და გურიის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის - "ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ" პროექტის ფარგლებში.
პანდემიის გამო, ტრეინინგ კურსი წარიმართა ონლაინ ფორმატში, Zoom.us პლატფორმის დახმარებით.
ტრენინგის პირველ ნაწილს (28-29 ნოემბერი) უძღვებოდნენ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები - ქალბატონი ლალი ანთიძე და ბატონი ზურაბ კვირკვაია.
ტრენინგის მეორე ნაწილს (12-13 დეკემბერი), წარუძღვა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის დირექტორი მაკა ბიბილეიშვილი.
ტრენინგის მსვლელობისას, სხვა თემებთან ერთად, განხილული იყო მშვიდობიანი თანაცხოვრების დაწინაურების მნიშვნელობა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების როლი ამ პროცესში;
პროექტის შემდეგ ეტაპზე, პედაგოგები თბილისიდან, შიდა ქართლიდან, აჭარიდან და გურიიდან ჩაატარებენ გაკვეთილებს ტრენინგისას განხილულ თემებზე, პროექტის ფარგლებში შექმნილი კომპლექსური დავალებების გამოყენებით.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება "სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა" და Cela • სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია თანამშრომლობით, " საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის, Georgian Center for Strategy and Development-GCSD მხარდაჭერით - პროექტის - „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში.