დასრულდა პირველი ორკომპონენტიანი ტრეინინგ კურსი თბილისის რეგიონის სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის, პროექტის "ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ", ფარგლებში
დასრულდა პირველი ორკომპონენტიანი ტრეინინგ კურსი თბილისის რეგიონის სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის, პროექტის "ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ", ფარგლებში.
პანდემიის გამო, ტრეინინგ კურსი წარიმართა ონლაინ ფორმატში, Zoom.us პლატფორმის დახმარებით.
ტრენინგის პირველ ნაწილს (21-22 ნოემბერი) უძღვებოდა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესორი/ექსპერტი ქალბატონი თამარ ქარაია
ტრენინგის მეორე ნაწილს (28-29 ნოემბერი) წარუძღვა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის დირექტორი მაკა ბიბილეიშვილი.
ტრენინგის მსვლელობისას სხვა თემებთან ერთად, განხილული იყო მშვიდობიანი თანაცხოვრების დაწინაურების მნიშვნელობა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების როლი ამ პროცესში;
შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება "სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა" და Cela • სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია
თანამშრომლობით, " საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის, Georgian Center for Strategy and Development-GCSD მხარდაჭერით - პროექტის - „ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში.