,,აზარტული თამაშების რეკლამების ზეგავლენის შემცირება მოზარდებში"
პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში თემატური შეხვედრების სერია გრძელდება!
ფორუმი მოხარულია მოგიწვიოთ შეხვედრაზე ,,აზარტული თამაშების რეკლამების ზეგავლენის შემცირება მოზარდებში", რომელიც პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში 10 მაისს 12:00 საათზე გაიმართება.
შეხვედრაზე განიხილება მოდული, რომელიც განკუთვნილია მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის და მიზნად ისახავს მოზარდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის ხელშეწყობას. აღნიშნული მიზნის მიღწევა მედიაწიგნიერების უნარების განვითარების გზით არის დაგეგმილი. სასწავლო პროცესში მოდულის დანერგვა მოზარდებს დაეხმარება გამოიმუშაონ აზარტული თამაშების რეკლამების კრიტიკულად გაანალიზების, გააზრების და მათი მიზნების ამოცნობის უნარი.
შეხვედრას წარმართავს სოფო ბაჩილავა, ახალი სკოლის მოდელის სამოქალაქო განათლების კურიკულუმის დანერგვის ექსპერტი.
გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა 9 მაისს ღამის 12:00 საათის ჩათვლით
სარეგისტრაციოდ მიჰყევით ბმულს
https://forms.gle/WmKNRzaVwLEquSEY8
თემატური შეხვედრების სერია პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში აპრილი-მაისის გნმავლობაში გაიმართება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა სამოქალაქო განათლების მასწავლებელს მიეცემა.
პროგრამას საქართველოში ახორციელებს ორგანიზაცია PH International, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.