აპლიკაციების მიღება პროექტში "გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები“
გაცნობებთ, რომ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოლაბორაციით - აცხადებს აპლიკაციების მიღებას, პროექტში - "გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები“
პროექტის მიზანია:
გააძლიეროს სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, აუმაღლოს კომპეტენციები, აღჭურვოს ახალი მეთოდოლოგიითა და რესურსებით, რათა ხელი ხეუწყოს სკოლაში გოგოებისა და ბიჭების თანასწორობის სწავლებას.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:
1. სასწავლო რესურსები- იქმნება მოწვეული ექსპერტის მიერ, რომელიც მოიცს თეორიულ მასალას და პრაქტიკულ დავალებებს თემაზე -„თანასწორობა სკოლებში: სტერეოტიპები გოგოებისა და ბიჭების არათანაბარ შესაძლებლობებზე“
2. ორ დღიანი ტრეინინგ კურსი- მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები.
3.გაკვეთილები - პროექტში მონაწილე მასწავლებლები ატარებენ გაკვეთილებს, რომლის მიზანია, მოსწავლეებმა აიმაღლონ ცნობიერება და ობიექტურად გაიაზრონ გოგოებისა და ბიჭების თანასწორობის საკითხები.
4. კონფერენცია - მონაწილეობას იღებენ პროექტში მონაწილე მასწავლებლები, ჯამდება პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და ექსპერტების მონაწილეობით იმართება თემატური დისკუსიები.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს, საქართველოს ყველა რეგიონიდან!
მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა უნდა შეავსონ მოცემული ონლაინ განაცხადის ფორმა:
https://forms.gle/8D5wKfSRZ2B6FC346
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 20 ივლისი, 2020 წ.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის გუნდი, გისურვებთ წარმატებებს