სიახლეები

ახალგაზრდა მოქალაქის დღიური

თუ ხართ 13-30 წლის ახალგაზრდა, ეს კონკურსი თქვენთვისაა - მოგვიყევით ისტორიები სასკოლო ცხოვრებიდან! შემოუერთდით ქეისების კონკურსს „აქტიური მოქალაქის დღიური“ (The Young Citizen's Diary)!
აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელი (EENCE), გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო განათლების ფედერალური სააგენტოს მხარდაჭერით/Bundeszentrale für politische Bildung (bpb) პროექტის „აქტიური მოქალაქის დღიური“ ფარგლებში აცხადებს რეალური ისტორიების/ქეისების კონკურსს. პროექტში საქართველოს მხარეს წარმოადგენს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი.
პროექტის მიზანია: ქეისების შექმნით სკოლის მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებში სამოქალაქო ვალდებულებების, უფლებამოსილებების, ღირებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაციისა და ქცევის გააზრების ხელშეწყობა.
კონკურსის მონაწილე მოსწავლეებმა და სტუდენტებმა უნდა გაგვიზიარონ ისტორიები სასკოლო ცხოვრებიდან, რომლებიც ეხება სამოქალაქო განათლების ნებისმიერ თემას, მაგალითად:
⚡️ ინდივიდუალურობა და იდენტობა
⚡️ ადამიანის უფლებები, სამოქალაქო თავისუფლება და თანასწორობა
⚡️ მცდარი ინფორმაციის მიწოდება და მასმედია
⚡️ სოციალური და გარემოსდაცვის სამართლიანობა
⚡️ კამპანიები და აქტივობები სამოქალაქო საზოგადოებაში
⚡️ მშვიდობა დედამიწაზე, საერთაშორისო უსაფრთხოება და თანამშრომლობა
⚡️ სხვა მაგალითები სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამიდან
📓აღწერეთ კონკრეტული ისტორია/ქეისი, რომელიც ეხება მითითებულ თემებს. გაგვიზიარეთ როგორ, რის ნიადაგზე წარმოიქნა და განვითარდა პრობლემა; როგორი იყო დაინტერესებული მხარეების ქმედებები და როგორ გადაიჭრა იგი.
ისტორიების წარდგენის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, 2021 წელი. შეავსეთ მითითებული ფორმა და დააჭირეთ ღილაკს ‘’submit.’’
გამარჯვებულები ინფორმირებული იქნებიან 15 ნოემბრამდე.
პრიზები:
კონკურსის მონაწილეები მიიღებენ დიპლომებს, ხოლო 3 გამარჯვებული დაჯილდოვდება ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერებით 80 ევროს ექვივალენტი ლარში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ააიპ „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კონკურსის ბმულს.

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.