სიახლეები

3-4 აპრილის ტრენინგ კურსი "გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები"

3-4 აპრილს, ჩატარდა მეორე ტრენინგ კურსი პროექტის "გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები" ფარგლებში. ტრენინგში მონაწილეობდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები კახეთის, მცხეთა მთიანეთისა და თბილისის რეგიონებიდან.

 

ტრენინგი გაგრძელდა 2 დღის განმავლობაში და მიზნად ისახავდა, საკლასო ოთახში, გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და უნარების განვითარებას, მონაწილე სამოქალაქო განათლების მასწავლებლებში.

 

შეხვედრას უძღვებოდა პროექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტი გენდერის საკითხებში, ფსიქოლოგი, პროფესორი ნანა ბერეკაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ პროექტი "გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები" ხორციელდება ფინეთის ადგილობრივი თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით.

 

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.