17-18 აპრილის ტრენინგ კურსი "გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები"
17-18 აპრილს, ჩატარდა მესამე ტრენინგ კურსი პროექტის "გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები" ფარგლებში. ტრენინგში მონაწილეობდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და თბილისის რეგიონებიდან.
ტრენინგი გაგრძელდა 2 დღის განმავლობაში და მიზნად ისახავდა, საკლასო ოთახში, გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და უნარების განვითარებას, მონაწილე სამოქალაქო განათლების მასწავლებლებში.
შეხვედრას უძღვებოდა პროექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტი გენდერის საკითხებში, ფსიქოლოგი, პროფესორი ნანა ბერეკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პროექტი "გოგოებისა და ბიჭების თანაბარი შესაძლებლობები" ხორციელდება „ფინეთის ადგილობრივი თანამშრომლობის ფონდის“ მხარდაჭერითა და „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის„ ორგანიზებით.