1+1 დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებისთვის
6-8 სექტემბერს, თბილისში გაიმართა პროექტის "1+1 სინერგია დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებისთვის" დასკვნითი ღონისძიება.
პროექტი ხორციელდებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისა და ახალგაზრდები მშვიდობისა და თანასწორობისთვის თანამშრომლობის საფუძველზე, erasmus+ პროგრამის დაფინანსებით.
პროექტი მიმდინარეობდა 2020 წლიდან და მიზნად ისახავდა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებას სკოლებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების/მუშაკების პარტნიორობით. ამ მიზნით მის ფარგლებში განხორციელდა არაერთი საინტერესო აქტივობა:
- ტრენინგ კურსი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შესახებ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისა და ახალგაზრდული მუშაკებისთვის 7 დღის განმავლობაში საქართველოში;
- სამოქალაქო განათლების მასწავლებლისა და ახალგაზრდული მუშაკის ერთობლივი სტაჟირება 6 დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში (ნორვეგია, ჩეხეთი და ესპანეთი)
- სემინარი ნორვეგიაში 6 დღის განმავლობაში
- ტრენინგი ჩეხეთში 6 დღის განმავლობაში
- სემინარი სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის ესპანეთში 6 დღის განმავლობაში
- ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა საქართველოში 7 დღის განმავლობაში
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი სამომავლოდაც შეეცდება მრავალფეროვანი აქტივობები და ღონისძიებები შესთავაზოს სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიული პრაქტიკის გაუმჯობესებაში