პროექტები
მიმდინარე პროექტები

პროგრამას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამა ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

პროექტს ახორციელებს ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად

სამოქალაქო საზოგადოებრივი დიალოგისა და კულტურის პოლიტიკის ღონისძიებების მეშვეობით დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება (CRISP, CETF)
დასრულებული პროექტები
ტესტიq

30 მაისს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით განხორციელდა მოსწავლეთა კონფერენცია განათლების თემაზე. კონფერენცია გაიმართა საერთაშორისო კვირეულის „აირჩიე განათლება“ ფარგლებში.

2014 წლის 4-10 მაისს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ტარდება საერთაშორისო კვირეული, რომლის მიზანია ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ცნობიერების ამაღლება და ყურადღების გამახვილება იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები დგანან განათლების უფლების რეალიზებისას.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი პარტნიორობას უწევს სათემო განვითარების ცენტრისა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრს, მათი ახალი პროექტის "თანამშრომლობა-ძლიერი სოფლისათვის" განხორციელებაში

პროგრამა „მომავლის თაობა“ ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაძლიერებას სკოლებში და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

პროექტი „სამოქალაქო განათლება თვითმმართველობაში ჩართულობისთვის“ ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სამ რეგიონში: სამხცე-ჯავახეთში, კახეთსა და სამეგრელო - ზემო სვანეთში. (2016 წლის მარტი-ივნისი).

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი მიმდინარე წლის მარტის თვეში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელებს პროექტს „სამოქალაქო განათლების მასწავლებლები სამოქალაქო განათლების სტანდარტის სრულყოფისთვის“.

პროექტებით სწავლების მნიშვნელობის შესახებ სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ფორუმისა და კოალიცა განათლება ყველასთვის - საქართველოს ერთობლივი პროექტი