სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით გრძელდება ოთხდღიანი ტრენინგების ციკლი „დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“. 3-4-10 და 11 ნოემბერს ტრენინგი ჩატარდა ქ. თბილისში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში და მასში მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლების 20-მა პედაგოგმა.
ტრენინგები ტარდება სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.