ჩვენ შესახებ

ისტორია

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ოფიციალურად 2013 წლის 30 მაისს დაფუძნდა. თუმცა, როგორც არარეგისტრირებული ქსელი ის ჯერ კიდევ 2011 წელს ჩამოყალიბდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში.

აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს PH-International კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან და პროგრამის რეგიონულ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გაააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადებაზე. ფორუმის დაარსების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზება, პროფესიონალური განვითარების ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარების გარემოს შექმნა გახლდათ.

ჩვენ შესახებ

ხედვა

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ხედვაა, საქართველოში სკოლა ჩამოყალიბდეს სრულყოფილ დემოკრატიულ ინსტიტუტად, რომელიც გვთავაზობს ქმედით გარემოს აქტიური მოქალაქის აღზრდისა და განვითარებისათვის, და სადაც სამოქალაქო განათლება აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი დისციპლინა.

მისია

ფორუმის მისიაა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და საქმიანობის მხარდაჭერა და ამასთანავე, სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

ფასეულობები

  • დემოკრატია და მონაწილეობა;
  • ღიაობა და თანამშრომლობა;
  • პროფესიონალიზმი და უწყვეტი განვითარება;
  • პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება;

ფორუმის უმთავრესი მიზნები და საქმიანობა

  • ტრენინგებისა და მოსამზადებელი კურსების, სემინარებისა და სხვა ღონისძიების მეშვეობით პედაგოგთა პროფესიული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა;
  • სოციალური მედიის პლატფორმების, კონფერენციებისა და სადისკუსიო შეხვედრების ორგანიზებით პედაგოგთა შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გარემოს შექმნა;
  • სამოქალაქო განათლების სფეროში სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვა და ამ მიზნით კონკურსების, მასტერკლასებისა და სხვა დამხმარე ღონისძიებების ინიცირება;
  • სამოქალაქო განათლების საგნის განვითარებისათვის შესაბამისი პოლიტიკის დიალოგის წარმოება და ხედვების ადვოკატირება; ამ მიზნით პედაგოგთა მობილიზება და სხვადასხვა დაინტერესებულ აქტორებთან თანამშრომლობა;
  • საზოგადოებაში და საგანმანათლებლო სისტემაში სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის წარმოჩენა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის პრესტიჟის ზრდაზე ზრუნვა.
'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ფორუმის წევრობა

  • საქართველოში მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) სამოქალაქო განათლების პედაგოგი;
  • სამოქალაქო განათლებით დაინტერესებული სხვა მოქმედი პედაგოგი, ასევე მასწავლებლობის მაძიებელი და შესაბამისი დისციპლინის სტუდენტი (ბაკალავრი, მაგისტრანტი, დოქტორანტი);
  • სამოქალაქო განათლების საკითხების ექსპერტი;
  • სკოლის ადმინისტრაციის წევრი;

2013 წლის მდგომარეობით სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი 397 რეგისტრირებულ წევრს აერთიანებს, რომელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება

ორგანიზაციული სტრუქტურა

ფორუმის მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს საერთო კრება, რომელიც ირჩევს ფორუმის გამგეობას (ორი წლის ვადით). გამგეობა განსაზღვრავს ორგანიზაციის სტრატეგიას და ირჩევს გამგეობის თავმჯდომარეს. გამგეობის თავმჯდომარე წარმოადგენს ორგანიზაციას და კოორდინირებას უწევს გამგეობის მუშაობას.

ფორუმის რეგიონალურ საქმიანობას წარმართავენ რეგიონალური კოორდინატორები (საქართველოს თერთმეტ რეგიონში).

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ

წესდება

გამგეობის წევრები

  • ნინი ბესელია

    ნინი ბესელია

    თავმჯდომარე

  • ლიანა ღუღუნიშვილი

    ლიანა ღუღუნიშვილი

    წევრი

  • ნინო ერემაშვილი

    ნინო ერემაშვილი

    წევრი

  • ნათია ნამიჭეიშვილი

    ნათია ნამიჭეიშვილი

    წევრი

  • ნონა ფიფია

    ნონა ფიფია

    წევრი

  • მადლენა შველიძე

    მადლენა შველიძე

    წევრი

  • ლელა წურწუმია

    ლელა წურწუმია

    წევრი

ცენტრალური ოფისი

  • ნინი ბესელია

    ნინი ბესელია

    თავმჯდომარე

  • ლიანა ღუღუნიშვილი

    ლიანა ღუღუნიშვილი

    წევრი

  • ნინო ერემაშვილი

    ნინო ერემაშვილი

    წევრი

  • ნათია ნამიჭეიშვილი

    ნათია ნამიჭეიშვილი

    წევრი

  • ნონა ფიფია

    ნონა ფიფია

    წევრი

  • მადლენა შველიძე

    მადლენა შველიძე

    წევრი

  • ლელა წურწუმია

    ლელა წურწუმია

    წევრი

რეგიონალური კორდინატორები

  • ნინო ნადირაძე (სამცხე-ჯავახეთი)
  • ლიანა ღუღუნიშვილი (ქვემო ქართლი)
  • მადლენა შველიძე (თბილისი)
  • ლადო აფხაზავა (გურია)
  • ლელა წურწუმია (შიდა ქართლი)
  • სოფიო მურუსიძე (იმერეთი)
  • ნინო დოლიშვილი (მცხეთა-თიანეთი)
  • ნინო ნემსწვერიძე (რაჭა)
  • მაგდალენა თოდუა (სამეგრელო)
  • ზეინაბ კაკალაშვილი (კახეთი)

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.