სიახლეები

განაცხადების მიღება ვებინარზე "კრიპტო ვალუტა"

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოსთან პარტნიორობით გიწვევთ ვებინარზე კრიპტო ვალუტის შესახებ.

ვებინარი გაიმართება 22 მაისს, 11:00 სთ-ზე და მას წარუძღვება ექსპერტი ლაშა შელია.

შეხვედრაზე განხილული იქნება თემები:

  • რა არის ბლოკ-ჩეინი?
  • კრიპტო ვალუტა, მისი ყიდვა-გაყიდვა, კრიპტო ვალუტასთან დაკავშირებული ტერმინები;
  • კრიპტო სავალუტო ბაზრები;
  • NFT, როგორ მივაღწიოთ წარმატებას NFT პროექტებში;
ვებინარი განკუთვნილია ფორუმის წევრი პედაგოგებისთვის და მასზე დასწრება უფასოა.
დაინტერესებულმა მასწავლებლებმა გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული განაცხადის ფორმა 19 მაისის ჩათვლით.
 
ფორუმის გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
 

'სამოქალაქო განათლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის'

ვებგვერდი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International. მის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი და იგი არ ასახავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ამერიკის მთავრობის შეხედულებებს.