"აირჩიე განათლება" მოსწავლეთა კონფერენცია

30 მაისს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით განხორციელდა მოსწავლეთა კონფერენცია განათლების თემაზე. კონფერენცია გაიმართა საერთაშორისო კვირეულის „აირჩიე განათლება“ ფარგლებში. ფორუმი არის საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველოს", წევრი. კოალიცია ეხმიანება სამოქალაქო საზოგადოების გლობალურ კამპანიას განათლებისათვის, რომელიც UNESCO-ს მხარდაჭერით მიმდინარეობს. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო შვიდი რეგიონის 35-მა მოსწავლემ. 1-14 ივნისის განმავლობაში მოსწავლეებმა თანატოლგანმანათლებლობის პრინციპით განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობისათვის. კონფერენცია ჩატარდა ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრში.

 

მონაწილე 33 მოსწავლიდან 17-მა განახორციელა სხვადასხვა აქტივობა, რომლებშიც ჯამში 498 ადამიანი იყო ჩართული

ცხრილ N1-ში მოცემულია მოსწავლეების სახელები და გვარები, ის აქტივობები რომლებიც მათ განახორციელეს და აუდიტორია რომელიც ჩართეს სხვადასხვა ღონისძიებაში

 

ცხრილი N1.

სახელი და გვარი

სკოლა

რეგიონი

აქტივობა

ჩართულ მოსწავლე-მასწავლებელთა რაოდენობა

მარიამ კაბულაშვილი

მისაქციელის  საჯარო სკოლა

მცხეთა-მთიანეთი

  • მე-5დან მე-11 კლასებში სკოლის პრობლემების კვლევა;
  • გამოკვეთილ პრობლემებზე სკოლის დირექტორთან შეხვედრა;
  • წიგნის „ჩემი უფლებები და მოვალეობები“ გაცნობა მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის;
  • მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის ფორმალური და არაფორმალური განათლების განსხვავებებზე საუბარი

56

სალომე მარგველაშვილი

გორის #12 საჯარო სკოლა

შიდა ქართლი

  • განათლების დონის ზოგადი მიმოხილვა საქართველოში;
  • ყველაზე მწვავედ გამოხატული პრობლემები კონკ. საკითხთან დაკავშირებით;
  • რომელ ორგანოებს შეუძლიათ ამ პროებლემის მოგვარება;
  • დისკუსია მოსწავლესა და მასწავლებელს შორის არაჯანსაღი დამოკიდებულების შესახებ;
  • თვითმმართველობის როლი სკოლაში;
  • კედლის გაზეთის დამზადება „მე ვირჩევ განათლებას“

(კედლის გაზეთში ბავშვებმა გადაწყვიტეს რომ გამოექვეყნებინათ ინფორმაცია მოსწავლისა და მასწავლებლის  უფლებებისა და მოვალეობების, თვითმმართველობის როლის შესახებ ,ასევე კვლევის შედეგები განათლების დონესთან დაკავშირებით საქართველოში.

 

30

შერმადინ ოსაძე

რუსთავის #2 საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი

  • შეხვედრა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის;
  • საუბარი სკოლის განვითარების გზებზე;
  • სკოლის საჭიროებების კვლევა;
  • კვლევაზე დაყრდნობით შეიქმნა სკოლის 2015-2016 სასწავლო წლის გეგმა

35 მოსწავლე 15მასწავლებელი

თამარ კაიშაური

ქვეშეთის საჯარო სკოლა

მცხეთა-მთიანეთი

მიღებული ინფორმაციით თანატოლებისთვის სკოლის თვითმმართველობების როლის შესახებ საუბარი და დისკუსია

22

ლევან კორძახია

ილია ჭავჭავაძის სახელობის #1 საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი

მე-8 კლასის მოსწავლეებთან სამოქალაქო განათლების საგნის პრეზენტაცია და იმ თემების წარდგინება რომელსაც მოიცავს არნიშნული საგანი; „ყველა ერთნაირია, ყველა თანასწორია“ - თემაზე დისკუსია

24

თამუნა მამუკაშვილი

ახალციხის #5 საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი

მე-2 და მე-5 საჯარო სკოლებს შორის მოსწავლეთა შეხვედრა;

არსებული საერთო/მსგავს პრობლემებზე საუბარი;

შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი მომავალში განსახორციელებელი აქტივობებისთვის

13

ირაკლი მანაგაძე

სსიპ ქ. თბილისის 186 საჯარო სკოლა

თბილისი

მე-6 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ტრენინგი ჩაატარეს საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა: მარიამ მაისურაძემ, ტიტე გედენიძემ და ირაკლი მანაგაძემ.

45 მოსწავლე; 2 მასწავლებელი

ლაიმა წურწუმია

ვეკუას სახელობის# 42 საჯარო სკოლა

თბილისი

  • ჩატარდა ფლეშმობი „განათლება ჩვენს ხელთაა“;
  • კითხვარი სკოლაში საგნების სწავლებასთან დაკავშირებით;
  • ტრენინგი „მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში“

56

ქეთი ბერიძე

რუსთავის #15 საჯარო სკოლა

ქვემო ქართლი

  • აქცია „ვიცოდეთ უფრო მეტი არაფორმალური განათლების შესახებ“;
  • კვლევა - იციან თუ არა სკოლის მოსწავლეებმა არაფორმალური განათლების არსი;
  • დაიბეჭდა ბუკლეტები არაფორმალური განათლების შესახებ;
  • მომავალი წლისთვის დაიგეგმა კვირეული რუსთავის სხვა სკოლების ჩართულობის გასაზრდელად

30

თამარ გიგოლაშვილი

თელავის #5 საჯარო სკოლა

კახეთი

  • კვლევა
  • მრგვალი მაგიდა - წიგნების პრეზენტაცია, კერძოდ 13წიგნის, მასში ღირებულის გამოკვეთა და დისკუსია, როგორც ჯგუფის წევრებს ისე მოწვეული სტუმრების მონაწილეობით. რჩევების მიცემა;
  • ციტატების ამოცნობა
  • აქტიური მოსწავლეების დაჯილდოვება!
  • სკოლის ბიბლიოთეკის წიგნების თემატურად დახარისხება და ნუსხის თვალსაჩინო ადგილზე მოთავსება
  • ქუჩის აქცია, გამოკითხა, რჩევების მიცემა;

სამომავლო გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შექმნა.

43

სოფიო ჯავახიშვილი

თელავის #6 საჯარო სკოლა

კახეთი

ანანო დალაქიშვილი

თელავის #9 საჯარო სკოლა

კახეთი

მარი გიორგაძე

თბილისის #137 საჯარო სკოლა

თბილისი

სკოლის ყოველდღიური პრობლემების კვლევა;

ბავშვების მოთხოვნით დაიდგმება წყლის დისპენსერი, რათა ყოველგავრი სირთულის გარეშე ბავსვებმა შეძლონ წყლის დალევა

26

თათია კოტაძე

ახალციხის # 1 საჯარო სკოლა

სამცხე-ჯავახეთი

სკოლაში სხვადასხვა თემატიკის კლუბის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; სკოლის ყოველდღიური პრობლემების კვლევა და იმ მოსწავლეთაგან ჯგუფების სექმნა ვისაც შეეძლება ადვოკატირება ადმინისტრაციასთან

32

თამთა მეზვრიშვილი

პატარა გარიჯვრის საჯარო სკოლა

შიდა ქართლი

მე-11 კლასის მოსწავლეებში ხარისხიანი განათლების ხელსემწყობი ციტატების გავრცელება

19

ბარბარე ნიშნიანიძე

ქუთაისის #7 საჯარო სკოლა

იმერეთი

განათლების ხარისხის კვლევა სკოლის მოსწავლეებში

36

მარიამ არჩემაშვილი

დაბა თიანეთის  #1 საჯარო სკოლა

მცხეთა-მთიანეთი

კონფერენციაზე მიღებული ინფორმაციის გაზიარება სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე. დაიგეგმა სამომავლო აქტივობა: კარვების ქალაქი დასხვადასხვა სკოლებთან ურთიერთთანამშრომლობის აქტის გაფორმება

14

 

 

 

 

 

 

  • dcdf52fc-2258-4cc3-bfe4-18c8f3e2cfad.jpg
  • 6fa4e9b2-d88c-40bd-bc84-ba0762287e40.jpg