სამოქალაქო განათლების სიმულაციები საქართველოს სკოლებისთვის

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, მიმდინარე წლის ივნისი-დეკემბრის თვეში განახორციელებს პროექტს „სამოქალაქო განათლების სიმულაციები საქართველოს სკოლებისთვის“  ("Civic Education Simulations for Georgian Schools“).

პროექტის მიზანია:  სამოქალაქო საზოგადოებრივი დიალოგისა და კულტურის პოლიტიკის ღონისძიებების მეშვეობით დემოკრატიული ღირებულებების  გაძლიერება.


პროექტში კონკურსის გზით შერჩეული 20 პედაგოგი გერმანელ ექსპერტებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, შემდეგ თემებზე სამუშაოდ:

  • თანამშრომლობა და დემოკრატიის პრინციპები

  • ულტრამემარჯვენე პოპულიზმის წინააღმდეგ ბრძოლა

  • კონფლიქტის მოგვარება

კარგი პრაქტიკის გაზიარების მიზნით, პროექტში ჩართული პედაგოგები სიმულაციური თამაშების მეთოდის შესახებ ტრენინგს ქალაქ ბერლინში გაივლიან.

ტრენინგის გავლის შემდეგ, პედაგოგები მოსწავლეების მონაწილეობით ფასილიტირებას გაუწევენ თემატურ სიმულაციურ თამაშს.

 

ფორუმი წარმოადგენს  პროფესიულ ასოციაციას, რომლის მისიაა სამოქალაქო განათლების პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და საქმიანობის მხარდაჭერა, საგნის სწავლების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „თანამშრომლობის გაფართოება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან“ მიერ.

ფორუმის პარტნიორი ორგანიზაციაა კრიზისული სიმულაციები მშვიდობისთვის (CRISP).

  • 9bc30f9e-6d8a-4081-98e7-cde69f268de8.png