მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასება

ხანგრძლივობა: 3 თვე (2017 აპრილი-სექტემბერი)

პროექტის მიზნები

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი კოალიცია - განათლება ყველასათვის - საქართველოსთან ერთად, 2017 წლის აპრილი - სექტემბრის პერიოდში ახორციელებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასებას.

კვლევის მიზანია, შეაფასოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში 2017 წელს შეტანილი ცვლილებები და გაანალიზოს, რამდენად პრაქტიკულია მათი განხორციელება და ადმინისტრირება. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მომზადდება სქემის გაუმჯობესებისათვის სარეკომენდაციო პაკეტი, რის შემდეგაც მოხდება მათი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წარდგენა.

შეფასება დაფუძნება „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის 2017 წლის სქემას“ და ფოკუს-ჯგუფებიდან და ინტერვიუებიდან მიღებულ მონაცემთა ანალიზს.

  • 2cd6c2c0-8569-4ca9-913c-ecf0a948bc0a.jpg