"სამოქალაქო განათლების მასწავლებლები სამოქალაქო განათლების სტანდარტის სრულყოფისათვის"

პროექტის სახელწოდება: სამოქალაქო განათლების მასწავლებლები სამოქალაქო განათლების სტანდარტის სრულყოფისათვის პროექტის მიზანი: სამოქალაქო განათლების საგნობრივი სტანდარტის სრულყოფის და მისი მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობა

ამოცანები: - რეკომენდაციების შემუშავება სამოქალაქო განათლების საგნობრივი სტანდარტის სრულყოფისთვის;

- რეკომენდაციების შემუშავება სამოქალაქო განათლების საგნობრივი სტანდარტის შესაბამისობაში მოყვანისათვის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან.

დაგეგმილი აქტივობები: პირველ ეტაპზე ჩატარდება ფასილიტატორთა შეხვედრა საერთო მიდგომების შესამუშავებლად და შეხვედრისთვის საჭირო მასალების მოსამზადებლად. მეორე ეტაპზე ფასილიტატორები მასწავლებლებთან ჩაატარებენ 6 შეხვედრას, რომელიც გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატში და განიხილება ახალი საგნობრივი სტანდარტის სამუშაო ვერსია. შეხვედრებს ორგანიზებას გაუწევს ფორუმის 10 კოორდინატორი. მესამე ეტაპზე ფასილიტატორები, სამუშაო შეხვედრაზე შეაჯამებენ მასწავლებლებისგან მიღებულ რეკომენდაციებს. ფორუმი მოამზადებს შეხვედრების საერთო ანგარიშს და ჩაატარებს სამაგიდო კვლევას - საგნობრივი სტანდარტისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შედარებით ანალიზს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ დოკუმენტების სინქრონიზაციისათვის. მომზადდება პროექტის ანგარიში.

პროექტი ხორციელდება 

 

  • 3a04a354-ff3b-41cc-9df3-ef08ffe87b9a.jpg