პროექტი „სამოქალაქო განათლება თვითმმართველობაში ჩართულობისთვის“

პროექტი „სამოქალაქო განათლება თვითმმართველობაში ჩართულობისთვის“ ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ ფონდ  „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სამ რეგიონში: სამხცე-ჯავახეთში, კახეთსა და სამეგრელო - ზემო სვანეთში (2016 წლის მარტი-ივნისი).

ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა დემოკრატიული მმართველობის აუცილებელი პირობაა. საზოგადოების ჩართულობა მიმდინარე პროცესებში განაპირობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიან მუშაობას.  კვლევები აჩვენებს, საქართველოში ადგილობრივ საჯარო საკითხებში საზოგადოებრივი ჩართულობის დაბალ ხარისხს. მოქალაქეების ინტერესი ადგილობრივ საჯარო საკითხებთან დაკავშირებით დაბალია, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არაფერი იცის, ან ცოტა რამ იცის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ. მოქალაქეთა ჩართულობის დაბალი დონის ერთ-ერთ მიზეზად გვევლინება:  მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობა თვითმმართველობის ფუნქციებისა და მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ. აუცილებელია,  მოსწავლეებს ჩამოყალიბების პროცესში მიეწოდოს გარკვეული ცოდნა ამ მიმართულებით, განუვითარდეთ შესაბამისი უნარ-ჩვევები და ჩამოუყალიბდეთ სწორი დამოკიდებულება. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობა ხვალინდელი ზრდასრული საზოგადოებაა, მისი მომზადება ამ მიმართულებით აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობაა.

პროექტის მიზანია სასკოლო სამოქალაქო განათლების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საკითხების სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა და ამგვარად თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაუმჯობესებაში წვლილილის შეტანა. 

პროექტით გათვალისწინებულია:

  • მასწავლებლებისათვის ინსტრუქციების მომზადება თვითმმართველობის თემატიკის სწავლებასთან დაკავშირებით; (ბუკლეტის სახით);
  • მასწავლებლებისათვის საკითხავი მასალის მომზადება (კომპაქტ-დისკის სახით)
  • აღნიშნული რეგიონების 5-5 მასწავლებლისათვის (ჯამში 15) ტრენინგის ჩატარება.
  • ტრენინგის მონაწილე მასწავლებელთა ღია გაკვეთილების ორგანიზება.
  • ღია გაკვეთილებზე დამწრე მასწავლებლებისათვის ინსტრუქტაჟის ჩატარება.
  • ღია გაკვეთილებზე დამწრე მასწავლებლების ჩართვა პროექტში;
  • პროექტში ჩართული მასწავლებლებისათვის გამოცემული მასალის დარიგება.
  • გამოცემული მასალის გადაცემა ფორუმის რეგიონული ბიბლიოთეკებისათვის.
  • მასალის ატვირთვა ფორუმის ვებ-გვერდზე;
  • გაკვეთილის ვიდეო გადაღება.
  • 1f5570a2-b565-42c4-a065-f38b4be81dd9.png