შეხვედრა პედაგოგებთან

  • d6741908-fae4-483f-8a43-67b41617a8fb.jpg
  • 23ddf4da-97cc-4f39-82b6-3f6d077e6eb6.jpg
  • ec02b32b-8256-45ba-a828-343c1e35e45b.jpg

27 სექტემბერსა და 5 ოქტომბერს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მაკა ბიბილეიშვილი  თბილისის მოზარდთა სახლში  შეხვდა პროგრამაში „მომავლის თაობა“ ჩართულ პედაგოგებს. მასწავლებლებს მიეწოდათ ინფორმაცია ფორუმის წლის სამოქმედო გეგმაზე, რეგიონალური საბჭოების ფორმირებაზე, პედაგოგთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და პროგრამის ფარგლებში გამოცემულ სახელმძღვანელოებზე. გამომდინარე იქედან, რომ მიმდინარე ეტაპზე სკოლებში ხორციელდება მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნები, შეხვედრაზე  განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სახელმძღვანელოზე „მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში“.