ფორუმი

  • 7f6be95f-e002-4ecf-95ff-9aca12603aee.jpg

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი წარმოგიდგენთ 2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების მოკლე ანგარიშს

  • პროგრამის  „მომავლის თაობა“ ფარგლებში ფორუმის მიერ ორგანიზებულ 16 რეგიონალურ მრგვალ მაგიდას ესწრებოდა 457 მასწავლებელი. შეხვედრებს წარმართავდნენ ექსპერტები და განიხილავდნენ შემდეგ თემებს: ინტერაქტიური გაკვეთილის დაგეგმვა და მეთოდოლოგია, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში სამოქალაქო განათლების მიმართულებით;
  • 22 პროფესიული გაზიარების(კრიტიკული მეგობრის) ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა 196 პედაგოგი; შეხვედრებზე განხილული იყო დილემები - როგორ დაიგეგმოს ინტერაქტიური გაკვეთილი არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით და როგორ დაიგეგმოს საკლასო აქტივობები, რომლებშიც ყველა მოსწავლე ჩაერთვება.
  • პროგრამის ფარგლებში გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენებით ჩატარდა 22 სამოდელო გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდა 402 მასწავლებელი. აღნიშნული გაკვეთილის გეგმების კრებულები აიტვირთა ფორუმის ვებ გვერდზე
  •  
  • გამოიცა ფორუმის ნახევარი წლის საქმიანობის შემაჯამებელი ბიულეტენის მე-3 და მე-4 ნომერები 1000 ეგზემპლარად;
  • განახლდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ვებ-გვერდი და დაემატა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ბლოგები შემდეგ მისამართზე: http://ctf.org.ge
  • პროგარმის პარტნიორ ორგანიზაციებში, 11-ვე რეგიონში  შეიქმნა ფორუმის მინი ბიბლიოთეკა, სადაც განთავსდა სამოქალაქო განათლების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების მიერ გამოცემული პუბლიკაციები. სულ   23 დასახელების 1000-ზე მეტი წიგნი;

 

 

ფორუმი, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა :

 

  • გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფორუმსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების  ცენტრს შორის. ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველმომხარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება“. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი "მოქალაქეობა და ეკონომიკა". ტრენინგს ესწრებოდა ფორუმის 76 წევრი პედაგოგი. ტრენინგები ჩატარდა გურიაში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და შიდა ქართლში;

მასწავლებელთა საჭიროებებიდან გამომდინარე, მოხდა თემატური შეხვედრების ორგანიზება:

  • სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“.  სემინარებში მონაწილეობა მიიღო ფორუმის 32 წევრმა თბილისიდან, კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან და შიდა ქართლიდან;
  • ორგანიზაციასთან „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ პარტნიორობით  განხორციელდა შეხვედრები თემებზე: „თანასწორობა და ტოლერანტობა“ და „ღირსებიდან უფლებამდე“. შეხვედრებს ესწრებოდა ფორუმის 215 წევრი პედაგოგი და  ჩატარდა საქართველოს;
  • ფორუმის თავმჯდომარე ქ-ნი ნინი ბესელია და აღმასრულებელი დირექტორი ქ-ნი მაკა ბიბილეიშვილი მიწვეული იყვნენ ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ-სოციოლოგების, ფსიქოლოგებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლების პირველ სამუშაო შეხვედრაზე, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი/მოწმე ბავშვების ფსიქო-სოციალურ თემებთან დაკავშირებით. შეხვედრა ჩატარდა ქ. სტამბულში აფხაზი კოლეგების მონაწილეობით;

Ø  2015 წლის 27-29 ნოემბერს გუდაურში, მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე “სასკოლო ქსელების განვითარება პროფესიული თანამშრომლობისათვის”, ფორუმი მიწვეული იყო, როგორც გაერთიანების კარგი მაგალითის გამზიარებელი;

  • ფორუმი პირველად, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია, 2016 წლის 13-15 მაისს  მიწვეული იყო სამოქალაქო განათლების რიგით მეორე კონფერენციაზე ტუნისში;

 

 

ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ მიერ დაფინანსდა ფორუმის პროექტი „სამოქალაქო განათლება თვითმმართველობაში ჩართულობისთვის“, რომლის მიზანია:  სასკოლო სამოქალაქო განათლების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საკითხების სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა და ამგვარად თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაუმჯობესებაში წვლილილის შეტანა;

პროექტი ხორციელდება საქართველოს სამ რეგიონში - კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელო - ზემო სვანეთში;

  • სათემო განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, ფორუმმა განახორციელა პროექტის „თანამშრომლობა ძლიერი სოფლისათვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - პუბლიკაციის პრეზენტაცია მასწავლებლებთან. ფორუმის წევრი პედაგოგებისთვის ჩატარდა პუბლიკაციის „ინიციატივა ცვლილებებისათვის“ პრეზენტაცია. საქართველოს ყველა რეგიონში შეხვედრას ესწრებოდა 596 პედაგოგი.
  • ფორუმი აქტიურად თანამშრომლობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან - სამოქალაქო განათლების უწყვეტი განვითარების მიზნით, მონაწილეობდა საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრებში;
  • ფორუმმა მასწავლებლის სახლს, სქემასთან დაკავშირებულ საკითხებზე წარუდგინა პედაგოგთა მოსაზრებები და საჭიროებები, რომლებსაც მასწავლებლები აფიქსირებენ ფორუმის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტოვობაზე;
  • დღეს ფორუმს 1023 რეგისტრირებული წევრი ჰყავს.

 

ფორუმი მადლობას უხდის ყველა პედაგოგს, კოორდინატორს და პარტნიორ ორგანიზაციას აქტიური თანამშრომლობისათვის და უსურვებს წარმატებებს მომავალ საქმიანობებში.