პროექტი „სამოქალაქო განათლება თვითმმართველობაში ჩართულობისთვის“

  • 4d5b16f6-6fda-4bdd-a4f5-efc82070f93a.JPG

პროექტი „სამოქალაქო განათლება თვითმმართველობაში ჩართულობისთვის“

 

2016 წლის  მაისში პროექტის  „სამოქალაქო განათლება თვითმმართველობაში ჩართულობისთვის“ ფარგლებში ჩატარდა 14 სამოდელო გაკვეთილი საქათველოს სამ რეგიონში: კახეთში (თელავის, ლაგოდეხის, ყვარლის მუნიციპალიტეტები), სამცხე-ჯავახეთში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის მუნიციპალიტეტები) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის მუნიციპალიტეტები)

სამოდელო გაკვეთილების მიზანი ოყო დამსწრე მასწავლებლებისათვის პროექტით გათვალისწინებული ინსტრუქციების გაცნობა მოქმედებაში, რის შემდეგ ისინიც ჩართვნენ პროექტში.

 

გაკვეთილებმა აჩვენა, რომ ინსტრუქციები მასწავლებლებისათვის უზრუნველყოფენ  გაკვეთილის მიზნის მიღწევას. გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი. ხშირ შემთხვევაში გაკვეთილებს ესწრებოდნენ თვითმმართველობის წარმომადგენლებიც. ისინი ერთხმად აღნიშნავდნენ პროექტის აქტუალობას და გამოთქვამდნენ მზადყოფნას თანამშრომლობისათვის.

 

თითოეული გაკვეთილის შემდეგ პროექტის დირექტორი ესაუბრებოდა დამსწრე მასწავლებლებს პროექტის მიზნებსა და შინაარსზე. ატარებდა ინსტრუქტაჟს  გაკვეთილების ჩატარების თავისებურებებზე, პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებზე. ამის შემდეგ დამსწრე მასწავლებლებმა თავიანთ მოსწავლეებს ჩაუტარეს გაკვეთილები თვითმმართველობის თემატიკაზე პროექტის ფარგლებში გამოცემული მასალის მიხედვით. განახორციელეს მოსწავლეთა ვიზიტები საკრებულოებში. მოსწავლებმა წარადგინეს საკუთარი ინიციატივები.

 

 

პროექტში ჩართულ თითოეულ მასწავლებელს სასკოლო ბიბლიოთეკისათვის გადაეცა მასალა:

  • ინსტრუქციები მასწავლებლებისათვის - 1 ცალი;
  • საკითხავი მასალა მასწავლებლისათვის - 1 ცალი;
  • საკითხავი მასალა მასწავლებლისათვის CD - 1 ცალი;
  • საკითხავი მასალა მოსწავლეებისათვის - მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.