ინიციატივა ცვლილებებისათვის

  • 2e32018f-1cfe-4526-9932-ba5b9a142f07.jpg
  • b30355a9-d197-4304-ae95-0ff3472f428d.jpg
  • d093c474-b947-4b39-a761-3b4dd022bdee.jpg
  • d0cac5c8-7c32-44ee-9052-aae93b1a2a54.jpg

2016 წლის 19 მარტს შიდა ქართლში ქ. გორში სუხიშვილის უნივერსიტეტში , სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან ჩატარდა პუბლიკაციის "ინიციატივა ცვლილებებისთვის" პრეზენტაცია, რომელიც მომზადდა პროექტის "თანამშრომლობა ძლიერი სოფლისთვის" ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდა რეგიონის სამოქალაქო განათლების 29 პედაგოგი. ღონისძიებას უძღვებოდა პაატა ალავერდაშვილი . პედაგოგებს გააცნო წიგნში წარმოდგენილი მასალები, რომლებიც ასახავდა საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველოში სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის გარშემო არსებულ თემის გაერთიანების და სამოქალაქო მობილიზების არაერთ მაგალითს. შეხვედრის ბოლოს ყველა პედაგოგს გადაეცა აღნიშნული პუბლიკაცია.
პროექტს "თანამშრომლობა ძლიერი სოფლისთვის" ახორციელებს სათემო განვითარების ცენტრი და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი, ფონდის "ღია საზოგადოება საქართველო" ფინანსური მხარდაჭერით.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად პროექტის პარტნიორები არიან: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი.